გაკვეთილის გეგმა


მასწავლებლის სახელი გვარი: ეკა ხოხობაშვლი
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური / კლასი: საბაზო/VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
გაკვეთილის თემა: ძველი ეგვიპტელების ომები
გაკვეთილის მიზანი: დაადგინონ და გააანალიზონ ომის გამომწვევი მიზეზები, კონფლიქტის არსი, განვითარება, შედეგები და გადაჭრის გზები
ისტ. VIII.6. მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტის მიზეზები, განვითარება და შედეგები.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
1
მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს გაკვეთილზე ქცევის წესებს და აცნობს შეფასების კრიტერიუმებს

ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
ქცევის წესები,
შეფასების რუბრიკა
იხ. დანართი N1
1 წთ
2
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს: დაადგინონ და გააანალიზონ ომის გამომწვევი მიზეზები, კონფლიქტის არსი, განვითარება, შედეგები და გადაჭრის გზები

ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
დაფა, სახელმძღვანელო
1 წთ
3
წინარე ცოდნის გააქტიურება: კითხვა-პასუხი
რა არის კონფლიქტი?
რა სახის კონფლიქტები შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოებს შორის?
მოსწავლეების აზრით შესაძლო გზების დასახელება კონფლიქტის მოსაგვარებლად.
როგორ შევაჩეროთ კონფლიქტები.
 გონებრივი იერიში, ტორნადოს მოდელი
მთელი კლასი
სახელმძღვანელო
მაგნიტური დაფა მარკერები, ფლიპჩარტი (კონფლიქტის ესკალაციის ქარბორბალა).
5 წთ
4
მასწავლებელი მოკლედ უხსნის კონფლიქტის მნიშვნელობას. ფლიპჩარტზე აჩვენებს კონფლიქტის სახეებს და მოკლედ აღწერს მათ, ასევე  სლაიდ შოუს გამოყენებით აჩვენებს დოკუმენტს, კერძოდ ხელშეკრულებას.
მინი ლექცია
მთელი კლასი
სლაიდ შოუ
დოკუმენტური წყარო
5 წთ
5
მასწავლებელი კლასს ყოფს ჯგუფებად და ავალებს გაეცნონ სახელმძღვანელოში არსებულ მასალას და დოკუმენტურ წყაროს.
ურიგებს ბარათებს სადაც მოსწავლეებმა ამოიცნონ და დაწერონ კონფლიქტების წარმოშობის მიზეზები.
I ჯგ. იდეოლოგიური მიზეზები
1 კითხვა: დაპირისპირებული მხარეებისთვის რომელი იდეოლოგიური მიზეზი იყო კონფლიქტური?
II ჯგ. ეკონომიკური მიზეზები
1 კითხვა: რომელი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რესურსების კონტროლი სურდათ მეომარ მხარეებს?
III ჯგ. სოციალური მიზეზები
1 კითხვა: რა იყო სოციალური კონფლიქტის მიზეზები?
ჯგუფებს უსვამს საერთო  კითხვას: რაში გამოიხატებოდა საზავო ხელშეკრულების თანასწორუფლებიანობა. ჩამოთვალონ ხელშეკრულების სამი მნიშვნელოვანი მიღწევა.

ჯგუფური მუშაობა
ჯგუფები
სამუშაო ფურცელი
სახელმძღვანელოები
დოკუმენტური წყარო
15 წთ
6
ჯგუფების მიერ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია: ჯგუფები ასახელებენ მიზეზებს და მოყავთ არგუმენტები მოცემული დავალების გარშემო, ფლიფჩარტებზე აკრავენ ფერად ფურცლებს, რომლებზეც უწერიათ კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები.  გამოთქვამენ საკუთარ აზრს, აკეთებენ დასკვნებს და აფასებენ.
პრეზენტაცია
ჯგუფური
ფლიფჩარტები, ფერადი ფურცლები.
15 წთ
7
გაკვეთილის შეჯამება: მასწალებელი აჯამებს გაკვეთილს კითხვა-პასუხის რეჟიმში. სვამს კითხვებს და მოსწავლეები პასუხობენ.

1 კითხვა: რა გაიხსენეს ნასწავლი მასალიდან;
2 კითხვა: რა გაიგეს კონფლიქტის დაწყების მიზეზებზე და მათი მოგვარების გზებზე;
3 კითხვა: რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ძველ დროს ადამიანები დადებულ ხელშეკრულებებს?
კითხვა-პასუხი

ინდივიდუალური

2 წთ
8
საშინაო  დავალება:
დაწერონ თემა: რა მოვლენა მოხდა ქადეშის ბრძოლის შემდეგ და რა სიახლე გაჩნდა ძველ იმპერიებს შორის ურთიერთობებში.


სახელმძღვანელო
1 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები აფასებენ და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს. ითვალისწინებენ მასწავლებლის უკუკავშირს, წარადგენენ და ხსნიან საკუთარ ნამუშევარს. ესმით კონფლიქტის არსი და მისი გადაჭრის გზებს ამტკიცებენ შესაბამისი არგუმენტებით.



დანართი N1

ჯგუფური მუშაობის რუბრიკა

ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩათული
1-4 ქულა
უმრავლესობა ჩართულია
5-7 ქულა
ყველა ჩართულია

8-10 ქულა
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ,ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობენ
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი










პრეზენტაციის რუბრიკა

მოსწავლის სახელი, გვარი


1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
საინტერესო შესავალი ( პრობლემის იდენტიფიცირება)
1









კვლევის/ნაშრომის წარმოჩენის უნარი
1









შემოქმედებითი უნარი
1









პრობლემის გადჭრის გზების შეთავაზება
0









თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი)
0









საუბარი (გამართულოა, ტემბრი)
1









თვალსაჩინოების გამოყენება
0









აუდიტორიასთან კონტაქტი
1









ინფორმაციის ფლობის უნარი
1









დროის ლიმიტის დაცვა
0









r>
ჯამი
6












No comments:

Post a Comment